LIVE

ტერმინალზე თავდასხმის შემდეგ გაზრდილი ნავთობის ფასი ისევ იკლებს

08 მარ 202115:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
ტერმინალზე თავდასხმის შემდეგ გაზრდილი ნავთობის ფასი ისევ იკლებს
Bloomberg

საუდის არაბეთში, მსოფლიოს უმსხვილეს ნედლი ნავთობის ტერმინალზე თავდასხმის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი ისევ მცირდება. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ კვირას რას თანურაზე განხორციელებულ შეტევას, წარმოებაზე გავლენა არ ჰქონია. ამ განცხადებამ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებული შფოთი გაანეიტრალა და ფასმაც დაღმასვლა დაიწყო.

რას თანურას ტერმინალს დღეში დაახლოებით 6,5 მილიონი ბარელი გააქვს ექსპორტზე, რაც მთლიანი მოთხოვნის თითქმის 7%-ს შეადგენს. ტერმინალზე თავდასხმის შემდეგ, ლონდონში ფიუჩერსებმა ბარელზე 71 დოლარს გადააჭარბა. ეს 2020 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

წელს OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვისა და მოთხოვნის დაბრუნების ფონზე, ნავთობის  ფასი სტაბილურ აღმასვლას აჩვენებს. ყველაფერთან ერთად, გასულ კვირას ფასები გაიზარდა  მწარმოებელთა მიერ დადებული პირობის შემდეგ,  რომ აპრილში ნავთობის მიწოდება არ გაიზრდება. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საინვესტიციო ბანკების პროგნოზი ნედლი ნავთობის ფასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: Goldman Sachs-ი მომდევნო ორ კვარტალში 75-80$-იან ნიშნულს ელის, ხოლო JP Morgan-ი $67-74-ს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შერონ ჩო და ალექს ლონგლი