LIVE

TASS: 6 თვეში რუსეთ-ჩინეთს სავაჭრო ბრუნვამ $90 მილიარდს გადააჭარბა

16 ივლ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
TASS: 6 თვეში რუსეთ-ჩინეთს სავაჭრო ბრუნვამ $90 მილიარდს გადააჭარბა

რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის პირველ ექვს თვეში $90 მილიარდს გადააჭარბა. როგორც რუსეთში ჩინეთის ელჩმა, ჟან ჰანჰუიმ განაცხადა, ეს წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

"წლის პირველ ნახევარში ორმხრივმა ვაჭრობამ $90 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამან კარგი საფუძველი შეუქმნა ორი ქვეყნის მეთაურების მიერ დასახული მიზნის მიღწევას, რომ წლიურმა სავაჭრო ბრუნვამ $200 მილიარდს მიაღწიოს," - განაცხადა ჰანჰუიმ. 

გარდა ამისა, დიპლომატმა ჩინეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "რუსეთი ჩინეთისთვის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და გაზის მთავარი წყაროა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩვენ ვაკვირდებით ენერგორესურსების მზარდ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით. მეტიც, ძალაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც, მაგალითად, Yamal LNG-ია," - აღნიშნა ელჩმა. 

"სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები იხსნება," - თქვა ელჩმა და განმარტა, რომ "სოფლის მეურნეობისა და სხვა პროდუქტების ვაჭრობის სპექტრი მუდმივად ფართოვდება. წლის პირველ ხუთ თვეში რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ჩინეთში, ღირებულებითი მხრივ, 84%-ით გაიზარდა".