
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში საკუთრების დაზიანების შესახებ 11 300 განაცხადი დაფიქსირდა. ზარალმა 7 ივლისის მონაცემებით დაახლოებით €650 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ განცხადებას ფრანგული სადაზღვევო ფედერაცია ავრცელებს.
საკუთრების დაზიანების შესახებ განაცხადების 55% კომერციულ ქონებას ეხება, ხოლო 35% - ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას.
ბოლო დროის დემონსტრაციები საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 17 წლის მოზარდი მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ნაელ მ.-მა უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის გამოც ესროლეს. თუმცაღა მოგვიანებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოცქსელებში მოხვდა, ჩანს, რომ ავტომობილის შემოწმების დროს ერთ-ერთ პოლიციელს მოზარდი მიზანში ჰყავს ამოღებული. ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო არაერთ ქალაქში მათ შორის, პარიზში, ლიონში, ტულუზასა და ლილში.