
ევროპაში ავიახაზები გასული წლის ქაოსის თავიდან აცილებას ცდილობენ. მოსალოდნელია, რომ ივლისსა და აგვისტოში ევროპის აეროპორტები კვლავ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ დონეს უბრუნდება და შესაძლოა, ძველ მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბოს.
კომპანია AirHelp-მა ევროპის მსხვილ აეროპორტებში 15 წუთზე უფრო ხანგრძლივი შეფერხებები და გაუქმებული რეისები გაანალიზა.
ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა ლონდონის გეთვიქის აეროპორტს, ყველაზე კარგი კი - ფინეთის ჰელსინკის აეროპორტს.
10 ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ევროპული აეროპორტის სიაში მოხვდა სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი. სიის სრული შემადგენლობა ასეთია:
London Gatwick Airport (LGW)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 54.08%.
Lisbon Humberto Delgado Airport (LIS)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 51.04%.
Copenhagen Kastrup Airport (CPH)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 50.88%.
Paris Charles de Gaulle Airport (CDG)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 50.60%.
Antalya Airport (AYT)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 47.34%.
Istanbul Sabiha Gokcen (SAW)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 46.85%.
Rome Fiumicino Leonardo da Vinci Airport (FCO)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 44.05%.
Manchester International Airport (MAN)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი:43.78%.
Milano Malpensa Airport (MXP)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 43.66%.
Frankfurt International Airport (FRA)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 42.99%.
ანალიტიკოსები მგზავრებს რამდენიმე რჩევას უზიარებენ იმისათვის, რომ გადატვირთულ აეროპორტში მოხვედრა თავიდან აიცილონ. მათი რეკომენდაციით, სჯობს მგზავრებმა ფრენა სამშაბათს ან ოთხშაბათს დაგეგმონ, უპირატესობა მიანიჭონ დღის პირველ რეისებს და პირდაპირ ფრენებს.
AirHelp-ის თანახმად, 10 ყველაზე კარგი შედეგის მქონე ევროპული აეროპორტის სია ასეთია:
Helsinki-Vantaa Airport (HEL)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 18.33%.
Dusseldorf International Airport (DUS)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 22.26%.
Oslo Gardermoen Airport (OSL)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 23.09%.
Warsaw Chopin Airport (WAW)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 23.35%.
Vienna International Airport (VIE)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 27.22%.
Madrid-Barajas International Airport (MAD)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 28.38%.
Barcelona-El Prat Airport (BCN)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 28.45%.
Stockholm Arlanda Airport (ARN)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 30.54%.
Istanbul Havalimani Airport (IST)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 32.15%.
Berlin Brandenburg Airport (BER)
შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი: 34.17%.