LIVE

საქართველოდან მოცვის ექსპორტი გაიზარდა - უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის

08 ივლ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
საქართველოდან მოცვის ექსპორტი გაიზარდა - უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის

2023 წლის 1 მაისიდან 5 ივლისამდე საქართველოდან 2 346 ტონა მოცვია ექსპორტირებული.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 14.4 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 766 ტონით (4-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.7 მლნ დოლარით (3.9-ჯერ) გაიზარდა.

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 5 ივლისამდე ექსპორტირებული ქართული მოცვის 94% რუსეთში გაიყიდა. დეტალური მონაცემები ასეთია:

  • რუსეთი - ექსპორტირებულია 2 207.1 ტონა მოცვი;
  • პოლონეთი - 37 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 33.3 ტონა;
  • ნიდერლანდები - 24.5 ტონა;
  • სომხეთი - 15.5 ტონა;
  • გერმანია - 11.1 ტონა;
  • კატარი - 4.3 ტონა;
  • კუვეიტი - 4.3 ტონა;
  • საუდის არაბეთი - 3.2 ტონა;
  • ბაჰრეინი - 2.7 ტონა;
  • დანარჩენი ქვეყნები - 3 ტონა.