LIVE

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა დაუშვებელია - ხორგუაშვილი

05 ივლ 202314:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 464

რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონზე მუშაობა შეჩერებულია.

როგორც კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის მკვლევარმა, ზვიად ხორგუაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, ჩანაფიქრი თავიდანვე არასწორი იყო, ამიტომ შეჩერებას პოზიტიურად აფასებს.

"ფასების კონტროლით უარესი შედეგი დგება ბაზარზე. შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი, სიჭარბე, დახლებიდან პროდუქტების გაქრობა, კორუფცია და კრიმინალის ზრდაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სახის ფასების კონტროლი გაუმართლებელი იყო აქამდეც, ახლაც და მომავალშიც ასე იქნება. ის რომ კანონპროექტის შეჩერება ხდება თავისთავად კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩანაფიქრი არასწორი იყო", - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა

6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სურსათის იმპორტიორები მაღალი ფასნამატების გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ“ კანონპროექტს მოამზადებდა, რომელიც ევროდირექტივაზე იქნება დაფუძნებული. პრემიერის თქმით, შედეგად, ქვეყანაში ძირითადი პროდუქტების ფასები დარეგულირდებოდა.