LIVE

გურჯაანის ყოფილი მერი დევნილთა სააგენტოს უხელმძღვანელებს

05 ივლ 202312:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1375
გურჯაანის ყოფილი მერი დევნილთა სააგენტოს უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად ზურაბ უტიაშვილი დაინიშნა.

ზურაბ უტიაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამასთან, 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ზურაბ უტიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.