
უკრაინულმა ბრენდმა KSENIASCHNAIDER-მა Adidas-სთან კოლაბორაციით წარადგინა პირველი კოლექცია, რომელიც განსხვავებულ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მოიცავს.
კოლექცია უკრაინული მოდის სახლის საფირმო ესთეტიკას და პოპულარული ბრენდის მყისიერად შესამჩნევ ნიშნებს ატარებს.
კოლექცია შექმნილია თაობისთვის, რომელიც მუდამ საკუთარი თავის ერთგული რჩება. ნივთები Adidas-ის შერჩეულ მაღაზიებში და ორივე ბრენდის ვებგვერდზე: adidas.com-სა და KSENIASCHNAIDER.com-ზეა ხელმისაწვდომი. უკრაინაში კოლექციის შეძენა აგვისტოს დასაწყისიდან, adidas.ua-ზე და ბრენდის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
KSENIASCHNAIDER კიევში დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქსენია და ანტონ შნაიდერები. ბრენდი 2011 წელს დაარსდა, მაგრამ პოპულარობა 2016 წელს ჯინსის ორმაგი: ვიწრო და ფართო შარვლის კომბინაციის გამოყენებით მოიპოვა.