LIVE

თურქეთი აშშ-ს - რუსულ რაკეტებზე დარტყმა საპასუხო შედეგს გამოიწვევს

08 მარ 202112:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 857
თურქეთი აშშ-ს - რუსულ რაკეტებზე დარტყმა საპასუხო შედეგს გამოიწვევს
Getty Images

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი მოთხოვნა თურქეთის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ბუმერანგად იქცეს.

„თუ სხვა ქვეყანა მოდის ჩვენთან და მაქსიმალისტური პოზიციით მოითხოვს: ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მის ინტერესებშია -  ასეთი დამოკიდებულება სხვა მიმართულებით გვიბიძგებს“ - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა ინტერვიუში.

პენტაგონი შიშობს, რომ სარაკეტო თავდაცვის S-400 სისტემები რუსეთმა, შესაძლოა NATO-ს მოკავშირეებზე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოველად გამოიყენოს. თურქეთი საპასოხოდ აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, თუ აშშ სირიელი ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

„ამერიკულმა მხარემ უნდა მხედველობაში უნდა მიიღოს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ გვურს ვიხილოთ კონკრეტული მოქმედებები მოკავშირეების მხრიდან“ - განაცხადა კალინმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სელქან ჰაკაოღლუ, ფირატ კოზოკი და ანტ ონური