
სეულში პირველად სამხრეთ კორეის ეროვნული ორკესტრის კონცერტი რობოტის დირიჟორობით ჩატარდა. Ever 6, ჰუმანოიდური ვიზუალის ანდროიდ რობოტია, რომელიც კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა შექმნა.
რობოტი შესრულების დაწყებამდე აუდიტორიას თავის დაკვრით მიესალმა, შემდეგ კი ორკესტრს წარუძღვა.
"დირიჟორის მოძრაობები ძალიან დეტალურია, რისი შესრულებაც რობოტმა იმაზე უკეთ შეძლო, ვიდრე წარმომედგინა", - აღნიშნა დირიჟორმა ჩოი სუ-იულმა, რომელიც პარასკევის კონცერტს რობოტთან ერთად ხელმძღვანელობდა.
ჩოის თქმით, რობოტის ერთადერთი კრიტიკული მინუსი ისაა, რომ მოსმენა არ შეუძლია.
კორეული ტრადიციული მუსიკის შემსწავლელი ლი იანგ-ჯუს შეფასებით, რობოტ დირიჟორს დასაწყისში ორკესტრის მობილიზება გაუჭირდა, რაც შესრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
სხვა შეფასებებით, რობოტის შესრულება დამწყების დონის იყო.
„რობოტში ისეთი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება, რომელიც მუსიკის მოსმენისა და ანალიზის საშუალებას მისცემს, მის შესრულებას სრულად დამოუკიდებელს გახდის,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი დამსწრე.
ჰუმანოიდური რობოტი 3 ნაწარმოებს გაუძღვა, ერთ-ერთს კი დირიჯორ ჩოი სუ-იულისთან ერთად. დირიჟორის თქმით, ეს შესრულება აჩვენებს, რომ რობოტი და ადამიანი თანაარსებობენ და ავსებენ ერთმანეთს, თუმცა ერთი მეორეს არ ანაცვლებს.