LIVE

ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

04 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი გასულ თვეში მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტის მოცულობა ზედიზედ მე-10 თვეა იზრდება. ივნისში ნავთობის იმპორტის დღიური მოცულობა 2.2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

რუსეთისგან მიღებულმა ნავთობმა კვლავ გადააჭარბა საუდის არაბეთისა და ერაყის ერთობლივ გადაზიდვებს.

ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა, შეიცვალოს და მომავალი თვიდან მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობის იმპორტი შემცირდება, რაც ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, უკავშირდება ინდოეთის სურვილს, რომ სხვა მომწოდებლებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. 

Kpler-ის ინფორმაციით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Indian Oil, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინდოეთში რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. მას Reliance Industries მოსდევს.