LIVE

რუსეთის კლინიკებში ჰომოსექსუალობის "მკურნალობას" იწყებენ

01 ივლ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
რუსეთის კლინიკებში ჰომოსექსუალობის "მკურნალობას" იწყებენ

რუსეთში ახალი კანონმდებლობით იქმნებიან სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც პაციენტებს ჰომოსექსუალობის "დაძლევასა" და სხვა სექსუალური "მენტალური დაავადებების" განკურნებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

ეს ინიციატივა კრემლის მორიგი თავდასხმაა უმცირესობის ჯგუფებზე, რომელთაც იგი "არატრადიციული ცხოვრების სტილში" ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა მენტალურ დაავადებათა სიიდან 1990 წელს ამოიღო. რუსეთში კი ცვლილება 1999 წელს მოხდა. 

მიუხედავად ამისა, გასულ დეკემბერს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც, მისივე თქმით, "LGBT პროპაგანდა" შეზღუდა, რეალურად კი რუსეთში ფაქტობრივად აიკრძალა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა თუ სხვა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ცხოვრების წესის ნებისმიერი საჯარო გამოხატვა. 

მიმდინარე კვირას რუსეთში LGBT მხარდამჭერი ჯგუფი Vykhod ("Coming out") 150 000 რუბლით დაჯარიმდა, რაც 1 715 აშშ დოლარს შეადგენს. რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფმა საკუთარი თავი არ გამოაცხადა "უცხოეთის აგენტად", როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ჯარიმის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 

ანალოგიური მიზეზის საფუძველზე 3.7 მილიონი რუბლით (42 295 აშშ დოლარი) დაჯარიმდა კინოს სერვისი. ამ შემთხვევაში, კინოს სერვისს მოსთხოვეს LGBT თემატიკის შემცველი ფილმების აკრძალვა.

გარდა, ამისა, ახალი კანონპროექტით, რომელიც დუმას გაეგზავნა და ძალაში 1-ელ ივლისს შედის, რუსეთში იმუშავებენ სპეციალური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც წყვილებს "სექსუალური ჰარმონიის მიღწევასა" და შვილების სწორად აღზრდაში დაეხმარებიან.