LIVE

ორბანი: უნგრელები უკრაინას ფულს არ მივცემთ

01 ივლ 202318:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 535
ორბანი: უნგრელები უკრაინას ფულს არ მივცემთ

უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკომისიის სამომავლო გეგმას, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებას სურს, უკრაინას კიდევ მეტი ფინანსური დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ სახელმწიფო რადიოში პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა.

ორბანმა თქვა, რომ კომისიის მოთხოვნა, თავისი წვლილი შეიტანოს უნგრეთმა უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში, "სასაცილოა."

"ერთი რამ ნათელია; ჩვენ, უნგრელები, უკრაინას არ მივცემთ რაიმე დამატებით ფულს მანამ, სანამ არ იტყვიან, თუ სად წავიდა აქამდე გამოყოფილი 70 მილიარდი ევრო", - თქვა ორბანმა. 

ევროკავშირი უკრაინას 2024-2027 წლებში დახმარების სახით კიდევ 50 მილიარდ ევროს მიაწვდის. გაერთიანების პრეზიდენტმა ამის შესახებ 20 ივნისს განაცხადა. 

"და ჩვენ სრულიად სასაცილოდ და აბსურდულად მიგვაჩნია, მეტი თანხები გამოვუყოთ უკრაინას, როცა თავად არ მიგვიღია გაერთიანებისაგან ფულადი დახმარებები", - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა. 

ამ განცხადებაში მან იგულისხმა ევროკავშირის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაერთიანების წევრი ქვეყნები COVID-19-ის პანდემიისაგან დატოვებული ზარალის აღსადგენად ფინანსურ დახმარებებს იღებენ.

საინტერესოა, რომ უნგრეთი და პოლონეთი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც გაერთიანება ეკონომიკური აღდგენის აღნიშნულ დახმარებას არ აძლევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროკომისია აღნიშნული ორი ქვეყნის ნაციონალისტურ მთავრობებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს.