LIVE

ფინეთის კუნძული ტურისტებს მობილურის გათიშვას სთხოვს

02 ივლ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
ფინეთის კუნძული ტურისტებს მობილურის გათიშვას სთხოვს

ულკო-ტამიო - ასე ეწოდება კუნძულს, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ტელეფონისგან თავისუფალი ადგილის შექმნა სურთ.

კუნძულზე შესვლისას მნახველებს ყოველთვის მოუწოდებენ, გათიშონ ელექტრონული მოწყობილობები და ბუნების სანახაობით გულწრფელად ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ მოწოდება ძალდატანებითი ხასიათის არ არის.

მსოფლიოს გარშემო დასასვენებელი ადგილების უმეტესობა მეტი პოპულარობისთვის TikTok-ის ტრენდულ ვიდეოებსა თუ Netflix-ის სერიებში მოხვედრაზე ოცნებობს; თუმცა ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძული ამ მხრივ, როგორც ჩანს, გამონაკლისი აღმოჩნდა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნელ-ნელა უფრო ტრენდული ხდება დასვენება იმგვარ ადგილებში, სადაც ციფრული სივრცეს ნაკლები ადგილი ეთმობა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ არის ნორმა მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რომლის წარმატებასაც სოციალურ ქსელებზე ინფლუენსერების კონტენტი, მათი რეკომენდაციები და ინტერნეტში გავრცელებული თვალისმომჭრელი სურათები განაპირობებს.