
Amazon-ის თანამშრომლებმა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში 48-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების (Verdi) განცხადებით, თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ.
Amazon-ის თანამშრომლები მოითხოვენ, საათობრივი ანაზღაურება 2.5 ევროთი გაეზარდოთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში და შრომითი ხელშეკრულების პირობები სავალდებულო იყო დამსაქმებლებისათვის.
მიუხედავად ამისა, Amazon-ს მკაცრი პოზიცია აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კომპანიამ განაცხადა, რომ გაფიცვებს გავლენა არ მოუხდენიათ მის ოპერაციებზე; ამასთან, იგი თავის თანამშრომლებს აძლევს "კონკურენტულ ანაზღაურებასა და სისტემას, რათა უზრუნველყოს მათი ეკონომიკური კეთილდღეობა და უსაფრთხოება."
გარდა ამისა, კომპანია გერმანიაში დაწესებულ მინიმალურ ანაზღაურებაზეც მიუთითებს, რომელიც ბონუსების ჩათვლით საათში დაახლოებით 13 ევროს შეადგენს.