
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება.
„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.