LIVE

MasterCard-ი პლასტიკური ბარათების გადამუშავებას იწყებს

25 ივნ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
MasterCard-ი პლასტიკური ბარათების გადამუშავებას იწყებს

საერთაშორისო კომპანია MasterCard-ი საკრედიტო და სადებეტო პლასტიკური ბარათების გადამუშავების კამპანიას იწყებს. კომპანიის მთავარი მოტივაციაა მილიარდობით ბარათი პლასტმასის სპეციალურ დამამუშავებელ ადგილებზე მოხვდეს და არა ნაგავსაყრელზე.

ამ წამოწყებაში კომპანიის პირველი პარტნიორი ბრიტანული HSBC Holdings-ია, რომლის 8 ფილიალში სპეციალური გადასამუშავებელი აპარატი განთავსდება. MasterCard-ის განცხადებით, მსოფლიოს გარშემო სხვა ბანკებისგანაც ელის მხარდაჭერას.

„მთელი მსოფლიოს გარშემო ბარათების გამცემ ყველა კომპანიას ვიწვევთ შემოგვიერთდნენ ამ კამპანიაში, რათა თავიანთ მომხმარებლებს ბარათების გადამუშავება შესთავაზონ,“ - ამბობს აჯაი ბალამ, MaterCard-ის სადაზვერვო და კიბერ დეპარტამენტის უფროსმა.

გეგმის მიხედვით MasterCard-ს სპეციალურ დანადგარებს HSBC-ის გადასცემს. თითოეული ასეთი აპარატი 10, 000-მდე ანუ 50 კგ პლასტიკურ ბარათს დაიტევს. შევსების შემდგომ კი  ნარჩენებს პლასტმასის გადამამუშავებელ ობიექტში გადაიტანენ.

საპილოტე პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მომხმარებელი კონკურენტი კომპანიების ბარათების გადამუშავებასაც შეძლებენ. გეგმის ფინანსური დეტალები კი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 Mastercard-ის განაცხადებით, ამჟამად მიმოქცევაში დაახლოებით 3,1 მილიარდი ბარათი აქვთ. მათი შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ბარათი იწარმოება ინდუსტრიის მიერ და თითოეულის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ხუთი წელია.

ინდუსტრიის ანალიტიკური ორგანიზაციის  Nilson Report-ის მიხედვით 2022 წელს მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიანი რაოდენობა 26 მილიარდს შეადგენს და 2027 წლისთვის შესაძლოა 28,4 მილიარდამდე გაიზარდოს.

პლასტმასის მზარდი გამოყენება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ასევე, პლასტმასის წარმოების პროცესი სათბურის აირების ემისიების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.