LIVE

გამარტივებული შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს - ბადრი ნიაური

24 ივნ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 303
გამარტივებული შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს - ბადრი ნიაური

„ნიაური და კომპანიის“ ხელმძღვანელის, ბადრი ნიაურის შეფასებით, გამარტივებულ შესყიდვებში კორუფციის მაღალი რისკი იკვეთება. მისი თქმით, იკვეთება ტენდენცია, რომ გამარტივებულ შესყიდვებში ძირითადად მთავრობასთან აფილირებული კომპანიები იმარჯვებენ.

"სისტემამ, თავისი ნიშა დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი კომპანიები მონაწილეობენ ტენდერებში, ხოლო გამარტივებული შესყიდვები მთავრობასთან აფილირებული კომპანიებისთვისაა. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ გამარტივებული შესყიდვები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ცხადდება. ასეთი ხელშეკრულებებში კი, გარკვეული მარჟა ჰონორარებს, კორუფციას, ჩინოვნიკებს უჭირავს",- განაცხადა ბადრი ნიაურმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გამარტივებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 17.6% იყო. გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 299 372 990 ლარს გაუტოლდა.