LIVE

მთავრობამ გამარტივებული შესყიდვებით, 6 წელში ₾6 მილიარდი დახარჯა - TI

16 ივნ 202315:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
მთავრობამ გამარტივებული შესყიდვებით, 6 წელში ₾6 მილიარდი დახარჯა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2017-2022 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფომ 6 მილიარდი ლარი დახარჯა.

TI-ს თანახმად, მხოლოდ 2022 წელს გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე 1 მლრდ 299 მლნ ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთლიან სახელმწიფო შესყიდვებში, გამარტივებული შესყიდვების წილი 17.6% იყო.

„პირდაპირი შესყიდვის ოფიციალური საფუძველი ხშირად არადამაჯერებელია, რაც შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს“, - აცხადებენ TI-ში.