LIVE

ბიზნესის მიერ დაქირავებულების საშუალო ხელფასი 279 ლარით გაიზარდა - საქსტატი

17 ივნ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
ბიზნესის მიერ დაქირავებულების საშუალო ხელფასი 279 ლარით გაიზარდა - საქსტატი

ბიზნესის მიერ დაქირავებულების საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის I კვარტალში 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში, სადაც საშუალო ხელფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57.1%-ით გაიზარდა და 3 740.2 ლარი შეადგინა. მას 14.8%-ით მოსდევს ხელოვნება, გართობა და დასვენება, სადაც საშუალო ხელფასი 2 832.9 ლარამდე გაიზარდა. 

2023 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით (18.1%) გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა. 

საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8%-ით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2%-ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6%-ით);
• მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7%-ით). 

2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.