
ავსტრალია ევროკავშირს სთხოვს, AstraZeneca-ს ვაქცინების ბლოკირების შესახებ იტალიის გადაწყვეტილებას გადახედოს.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 250 700 დოზა ვაქცინის დაბლოკვის მიზეზი მარაგის სიმცირეა. ქვეყანა ასევე ითვალისწინებს, რომ AstraZeneca ვაქცინას შეფერხებით აწვდის და რომ ავსტალია არ არის დაუცველი ქვეყანა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ვაქცინების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, რომლებიც არ იცავენ ვალდებულებებს, უფრო მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს.
იტალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც გამოიყენა ევროკავშირის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებს უფლება აქვთ შეზღუდონ ვაქცინის ექსპორტი, თუ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია ევროკავშირის ქვეყანას საკმარის ვაქცინას არ აწვდის. იტალიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროკომისიას აცნობა და შედეგად მისგან წინააღმდეგობა არ მოყოლია.
ევროკავშირიდან ვაქცინების ექსპორტზე 170 ნებართვაა გაცემული.
რაც შეეხება ავსტრალიას, ქვეყანამ ვაქცინაცია ორი კვირის წინ დაიწყო. ავსტრალიამ AstraZeneca-ს 300 000 დოზა ვაქცინა უკვე მიიღო. მთავრობის განცხადებით, იტალიის გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალესანდრო სპესიალი, ვიქტორია დენჯრონიო და ჯონ ფოლენი