LIVE

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.5 მილიარდამდე გაიზარდა

09 ივნ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.5 მილიარდამდე გაიზარდა

2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მლრდ ლარია. წმინდა ამონაგები კი 584.5 მლნ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში 1 მლნ 405 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 3 781-მა პირმა ისარგებლა და მათზე ჯამში 10 668 997 ლარი გაიცა.

საპენსიო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მაისის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 7.20% იყო, წმინდა ამონაგები კი - 46.08%.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

• სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 53.7%;
• გლობალურ აქციები - 15.4%;
• საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 14.7%;
• მიმდინარე ანგარიშები - 12.3%;
• აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 2.9%;
• ევროობლიგაციები - 0.7%;
• ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.3%.

საპენსიო სააგენტოს თანახმად, აქტივების 71.9% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 12.7% ცვლადზე, 15.4% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების 33.4%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 84.9%-ს BB საკრედიტო რეიტინგი აქვს.