LIVE

Reddit თანამშრომლების 5%-ს ათავისუფლებს

08 ივნ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 361
Reddit თანამშრომლების 5%-ს ათავისუფლებს

Reddit თანამშრომლების 5%-ს ხარჯების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით ათავისუფლებს. შედეგად, სოციალური მედიის პლატფორმაზე 90-მდე ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჰაფმანმა კომპანიის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აუწყა, რომ გათავისუფლების ტალღა იწყებოდა.

"ჩვენმა გუნდმა და პირადად მე, განვიხილეთ და დავაკორექტირეთ ჩვენი გეგმები 2024 წლის ბოლოს ჩათვლით, ჩვენ გვქონდა წლის საკმაოდ სოლიდური პირველი ნახევარი და არსებული რესტრუქტურიზაცია საშუალებას მოგვცემს ასე გავაგრძელოთ წლის ბოლომდეც და მის შემდეგაც,"- წერს ჰაფმანი.

ამჟამად სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანიას დაახლოებით 2 000 თანამშრომელი ჰყავს. მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ Raddit ახალი ამბების გაცნობასთან ერთად, როგორც სოციალური ქსელი ისე გამოიყენონ. ყოველთვიურად Raddit-ს 430 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აშშ-ს ზრდასრულთა 25%-ზე მეტი ამ პლატფორმის მომხმარებელია.