LIVE

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა არასწორია

31 მაი 202317:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 296
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა არასწორია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა არასწორია. 

"მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ მადლიერება რუსეთის მიმართ საჭირო არაა, არ არის სწორი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა",- განაცხადა პრეზიდენტმა. 

საკუთარ გამოსვლაში ზურაბიშვილმა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ყველაზე მსხვილი საერთაშორისო დონორისა და პარტნიორის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი: "ევროპული ბაზარი საქართველოს ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების საშუალებას აძლევს",- აღნიშნა პრეზიდენტმა.