LIVE

ღია სივრცეებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანა 150 ლარით დაჯარიმდება

31 მაი 202316:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 776
ღია სივრცეებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანა 150 ლარით დაჯარიმდება

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით. აქამდე ჯარიმა 20 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორება 300 ლარით დაჯარიმდება, მანამდე არსებული ჯარიმა კი, 50 ლარი იყო.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამის ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა. 

კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.