
2022 წელს საქართველოში ყოფნის დროს, როუმინგ მომსახურებაში ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა დახარჯეს. მეორე პოზიცია დაიკავეს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსულმა როუმერებმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პირველ პოზიციას საუდის არაბეთი იკავებდა, მეორეს კი - რუსეთის ფედერაცია.
კომუნიკაციების კომისიის (ComCom) 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან რუსმა როუმერებმა საქართველოში ყოფნის დროს მობილურ მომსახურებაზე ჯამში 5 მლნ 170 ათასი ლარი დახარჯეს.
TOP 10 ქვეყანა 2022 წელს საქართველოში ჩამოსული როუმერებისა და მათი დანახარჯების მიხედვით ასე გამოიყურება:
- რუსეთის ფედერაცია - 5.17 მლნ ლარი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.38 მლნ ლარი;
- თურქეთი - 1.94 მლნ ლარი;
- ისრაელი - 1.28 მლნ ლარი;
- უკრაინა - 1.21 მლნ ლარი;
- საუდის არაბეთი - 1.15 მლნ ლარი;
- პოლონეთი - 0.97 მლნ ლარი;
- აშშ - 0.75 მლნ ლარი;
- სომხეთი - 0.47 მლნ ლარი;
- გერმანია - 0.35 მლნ ლარი.
ComCom-ის ანგარიშის თანახმად, ჩამოსული როუმერების მიერ დაგენერირებული შემოსავლები სერვისების მიხედვით ასე გადანაწილდა: ინტერნეტი - 70.5%, ხმოვანი მომსახურება - 26.7%, SMS - 2.8%.