LIVE

საერთაშორისო ბრენდებმა რუსეთი დატოვეს - როგორია ომისშემდგომი შოპინგი მოსკოვში?

05 ივნ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 537
საერთაშორისო ბრენდებმა რუსეთი დატოვეს - როგორია ომისშემდგომი შოპინგი მოსკოვში?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ბრენდებმა რუსეთი დატოვეს. ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ რუსი დიზაინერები და ბრენდები დარჩნენ, რომლებიც ქვეყნის საცალო ვაჭრობის სექტორის გაუმჯობესებას ცდილობენ. 

საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე ასობით უცხოურმა კომპანიამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთი დატოვა, რის გამოც აღნიშნულმა ინდუსტრიამ ჯამში დაახლოებით $2.5 მილიარდი იზარალა. 

ესპანურმა Inditex-მა რუსეთში თავისი 500-ზე მეტი მაღაზია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მიჰყიდა. Inditex-ი რამდენიმე ცნობილ ბრენდს ფლობს მათ შორისაა Zara, Bershka, Massimo Dutti, Pull&Bear, Stradivarius და სხვ.

მაგალითისთვის, მოსკოვის ცენტრში ადრე არსებული Zara-ს ცენტრალური მაღაზიის ადგილას ტანსაცმლის ლიბანური ქსელი MAAG-ი გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები MAAG-ს პოზიტიურად აფასებენ: "თითქოს არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ აქ ადრე სხვა ბრენდის მაღაზია იყო," - აცხადებს მოსკოვის ერთ-ერთი მაცხოვრებელი; თუმცა რამდენიმემ ისიც აღნიშნა, რომ ტანსაცმლის არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული კი, მოთხოვნაზეც აისახა. ამას ყველაზე კარგად მიუთითებს ის ფაქტი, რომ საცალო გაყიდვები 2022 წლის შემდეგ რუსეთში მნიშვნელოვნად დაეცა.