LIVE

სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31 მაი 202310:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 260
სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), თემაზე - „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნაწილში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ორგანიზაციები და საპროექტო წინადადებები წარადგინეს. მეორე ნაწილში კი ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. გაიმართა დისკუსია სექტორული თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდა სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაკავშირება, პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირება და სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობა კერძო და სამოქალაქო სექტორის 17-მა წარმომადგენელმა მიიღო. კერძო სექტორიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: „ელიტ-ელექტრონიქსის“, Gazelle Finance-ს, „ანაგის“, „ალდაგის“ და „ბილტმორის“ წარმომადგენლები.

(R)