LIVE

Netflix-ი TikTok-ის კონკურენტი ხდება

04 მარ 202114:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
Netflix-ი TikTok-ის კონკურენტი ხდება
Bloomberg

Netflix-ი მობილური ტელეფონებისთვის მოკლე ვიდეო კლიპების გამოშვებას აპირებს, რითიც TikTok-ის აშკარა კონკურენტი ხდება. 

მოკლე სახალისო ვიდეოების ფუნქცია მომხარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Netflix-ის ფილმების, შოუებისა და სპეციალური სთენდაფების კომედიური კადრები. როდესაც ერთი კლიპი მთავრდება, ავტომატურად იწყება მეორე - ზუსტად ისე, როგორც TikTok-ზე. 

რამდენიმეთვიანი გატესტვის შემდეგ, Netflix-ი ამ ახალ ფუნქციას უფრო ფართოდ არეკლამებს და შედეგად ახლა ის ხელმისაწვდომია iPhone-ის მოწყობილობებზე კონკრეტულ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. Netflix-ი გეგმავს უახლოეს თვეებში Fast Laughs ანდროიდის მოწყობილობისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი.

ახალი ფუნქციის მეშვეობით, მსოფლიოს უდიდესი ფასიანი სტრიმინგის სერვისი სოციალური მედიის სივრცეში ფართოდ შეაბიჯებს. Netflix-ი საშუალებას აძლევს Fast Laughs-ის მომხმარებლებს გააზიარონ თავიანთი კლიპები სხვა პლატფორმებზე - WhatsApp-ის, Instagram-ის, Snapchat-ისა და Twitter-ის ჩათვლით. გარდა ამისა, მათ ასევე შეუძლიათ თავიანთი შექმნილი კონტენტის დამატება პირდაპირ Netflix-ის სანახავი ფილმებისა და გადაცემების სიაში.

“ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გართობის ახალ გზებსა და წევრებისთვის ახალი აღმოჩენების მარტივად მიწოდების შესაძლებლობას”, აღნიშნავს Netflix–ის ინოვაციური პროდუქტების დირექტორი, პატრიკ ფლემინგი.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ვიდეო კლიპი არაა გათვალისწინებული ბავშვებისთვის, ეს ფუნქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ზრდასრულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Netflix-ში აცხადებენ, რომ ეს არ იქნება ახალი სერვისი, არამედ, ამით ისინი პროდუქციას უფრო მრავალფეროვანს გახდიან. შესაბამისად, აპლიკაციას TikTok-ის კონკურენტად არ განიხილავენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ელკინი