
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს საწარმოების მხოლოდ 14.3% იყენებს.
კომპანიების ვებ პლატფორმების ფუნქცია-შესაძლებლობები 6 ძირითად კატეგორიაში ნაწილდება, რომელთაგანაც ყველაზე მეტი, 72.3% საქონლისა და მომსახურების აღწერის ან ფასებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენება. დარჩენილი კატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება:
- 44.2% - საწარმოს სოციალური მედიის პროფილების ბმულები
- 40.4% - ონლაინ შეკვეთები ან დაჯავშნა (მაგ. საყიდლების კალათა)
- 27.1% - განთავსებული შეკვეთების თვალის დევნება ან სტატუსი
- 22.4% - ვებ-საიტის პერსონალიზებული სარჩევი მუდმივი ან ხშირი ვიზიტორებისთვის
- 20.4% - ვიზიტორებისთვის ონლაინ საქონლის ან მომსახურების მორგების ან დიზაინის ცვლილებების შესაძლებლობა
საწარმოების მხოლოდ 34% იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, როგორებიცაა Facebook, Linkedin და სხვა.