
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში საწარმოების 84.4%-ს აქვს ინტერნეტ კავშირთან წვდომა. აქედან კომპანიების 61% 30 Mbit/S ან უფრო ნაკლები სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, რაც კორპორაციული გარემოსთვის საშუალოზე დაბალ სიჩქარედ ითვლება. დარჩენილი წილიდან ყველაზე სწრაფ, 1Gbit/S სიჩქარის ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 6.5%-ს აქვს.
ამასთან, საწარმოთა 74.6% ინტერნეტთან წვდომას ისეთი ფიქსირებული კავშირით უზრუნველყოფდა, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და სხვა.
2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 29.6% კომპანიის კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს იყენებდა, რომლებიც ინტერნეტ კავშირს საწარმოს მიზნებისთვის უზრუნველყოფდა.