LIVE

ბაიდენი მოდის, მერკელი მიდის - რა ელოდება აღმოსავლეთ ევროპას?

04 მარ 202114:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
ბაიდენი მოდის, მერკელი მიდის - რა ელოდება აღმოსავლეთ ევროპას?
Krisztian Bocsi/Bloomberg

ვიქტორ ორბანი მაღალი რანგის მეგორების გარეშე რჩება. მისმა პარტიამ ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქცია EPP იქამდე დატოვა, სანამ მას წევრობას შეუჩერედნენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური კურსის ცვლილება დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ მისი ბლოკიდან გასვლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაუცხოების ფართო სიმპტომია. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში პოპულისტური ძალები ფეხს იკიდებენ, აშშ-ში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება და "America First" პოლიტიკის დასრულება მათთვის სივრცეს ავიწროებს. იმავდროულად, შემოდგომაზე ანგელა მერკელის თანამდებობიდან წასვლით ორბანის მსგავსი ლიდერები კარგავენ ადამიანს, რომელმაც მკვეთრი განსხვავებების მიუხედავად დიალოგის არხები გახსნა.

აშშ ადმინისტრაციისა და გერმანიაში კანცლერის ცვლილების კომბინაცია ევროპის მეამბოხე წევრებისთვის საფრთხეა. ცვლილებებმა შესაძლოა ევროკომისიას პოლონეთთან და უნგრეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ უბიძგოს, მათ შრორის, ფინანსური დახმარების შეჩერებისკენ.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და 2019 წლამდე ევროკავშირის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ „ვაშიგტონსა და ბერლინში ცვლილებების პრესპექტივა ევროკავშირს რთულ გამოწვევებს უქმნის და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი“.

„ცვლილება შეიძლება ნიშნავდეს აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანიის მუშაობის შესუსტებას და აშშ-ს ძლიერ პოზიციას კანონის უზენაესობისა და დმეოკრატიის თვალსაზრისით“, ამბობს ტუსკი.

2020 წლის ზაფხულში, როცა პოლონეთის ნაციონალისტ პრეზიდენტს ხელახალი არჩევისთვის დახმარება დასჭირდა, მან მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მიმართა. აშშ-ს არჩევნებამდე 4 დღით ადრე ტრამპმა ანჯეი დუდუა შეაქო. დუდამ არჩევნების მეორე ტურში 51% მიიღო. ანჯეი დუდამ ჯო ბაიდენს გამარჯვება მხოლოდ 15 დეკემბერს მიულოცა, თუმცა მას არ ეშინია, რომ ადმინისტრაციის ცვლილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე აისახება.

ორბანის მთავრობა არჩევნებში დონალდ ტრამპს ღიად უჭერდა მხარს და ახლა ობამას ადმინისტრაციის პერიოდის ცივი ურთიერთობების დაბრუნებისთვის ემზადება. EuroNews-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიგარტომ თქვა, რომ უნგრეთი ღიაა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, თუ ბაიდენი მეტ „პატივისცემას“ გამოიჩენს უნგრეთის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი რუსეთთან დამოკიდბულებისა და პრო-უკრაინული ნაბიჯების გამო აღმოსავლეთ ევროპისთვის მისაღები ლიდერია, მას რთული ურთიერთობები აქვს იმ ლიდერებთან, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაძლიერდნენ.

მერკელმა დაინახა, რომ ორბანი უნგრეთში ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდა სასამართლოსა და მედიასაშუალებებზე კონტროლით და ემიგრანტების კრიტიკით, განსაკუთრებით 2015-16 წლების კრიზისის დროს. ორბანის ნაციონალისტური პოლიტიკა რეგიონში სამაგალითო იყო და მერკელის ღია კარის პოლიტიკას უპირისპირდებოდა.

ამის მიუხედავად, მერკელი აღმოსავლეთის ძლიერი დამცველია, რომელმაც იცის მისი წინააღმდეგობებისა და სირთულეების მასშტაბები, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა და სწავლობდა პრაღაში. ის არის პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის გულშემატკივარი, რომელმაც გზა გაუხსნა კომუნისტური ბლოკის დაშლას 1989 წლიდან. მისი ყველა სავარაუდო მემკვიდრე დასავლეთ გერმანიიდან არის.

„გაუგებარია, შეინარჩუნებს თუ არა გერმანია ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის იმ დონეს, რაც მერკელს ჰქონდა“, თქვა ტუსკმა. „კომუნისტური გამოცდილება ხაზს უსვამს მის მცდელობებს, გაუგოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს“.

მერკელის პოზიცია რუსეთის მიმართ უფრო რბილია, ეს საკითხი კი აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის გამაერთიანებელია. მიუხედავად Nord Stream 2-ის მხარდაჭერისა, მერკელმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ მისი გერმანიაში გადაფრენა უზრუნველყო და საავადმყოფოშიც მოინახულა. მერკელი განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას უკრაინის საკითხზე ყირიმის ანექსიის შემდეგ.

დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც ლიეტუვას პრეზიდენტი იყო 2009 წლიდან 2019 წლამდე, იხსენებს საუბარს, როცა მერკელს პუტინთან ურთიერთობის საკითხზე კითხვა დაუსვა.

„პასუხი საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის - მან მიანიშნა, რომ მან იცის ვინ არის და რას უნდა ელოდო პუტინისგან“ - თქვა გრიბაუსკაიტემ ინტერვიუში. „მიზნების მიღწევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი გრძნობები პუტინის და მისი ქცევის მიმართ”.

დაპირისპირებების მიუხედავად, გერმანიას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მტკიცე ეკონომიკური კავშირი აქვს. ევროკავშირის ყოფილი კომუნისტური 11 ქვეყნიდან შვიდი გერმანიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარნტიორია, მათ შორის პოლონეთი და უნგრეთი.

შემდეგი ტესტი იქნება კანონის უზენაესობა. დეკემბერში გერმანიის შუამავლობით დაიდო შეთანხმება, რომელიც კომისიას აძლევს უფლებამოსილებას, შეუჩეროს საბიუჯეტო დახმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას. საფრთხის ქვეშ ამჟამად უნგრეთი და პოლონეთი არიან. სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, მერკელი ამ ქვეყნების დახმარებას ვერ შეძლებს, რადგან ის პოსტს შემოდგომაზე დატოვებს.

„ვშიშობ, გერმანიის ახალ ხელმძღვანელობას ჩვენი რეგიონის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით მათ, ვინც არ გაზრდილა აღმოსავლეთ გერმანიაში, ან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ ბერლინის კედლის დანგრევის დროს”, ამბობს ჩეხი ტეპუტატი ალეს ქმელარი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ჩვენ გერმანიის მსგავსი პარტნიორი არ გვყავს“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანდრეა დუდიკი, მილდა სეპუტიტი და ლენკა პონიკელსკა