LIVE

ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში არჩევნები 30 წამში ჩატარდა

29 მაი 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 481
ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში არჩევნები 30 წამში ჩატარდა

ესპანეთში ადგილობრივ არჩევნებზე ერთ-ერთ სოფელში ხმის მიცემა რეკორდულ დროში, 30 წამში დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით სოფელი ვოლირია პირველი საარჩევნო უბანი იყო, სადაც ხმის მიცემა ასე სწრაფად დასრულდა. ამ უბანზე სულ 7 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და აღსანიშნავია, რომ მათ თავისივე 32 წამიანი რეკორდი გააუმჯობესეს.

სოფლის მოქმედი მერის, სალვადორ პერეზის თქმით, სოფლის მცხოვრებლები უბნის გახსნისთანავე მზად იყვნენ ხმის მისაცემად. ასევე იგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ასეთი მოტივაცია სავარაუდოდ სხვა სოფელთან შეჯიბრით იყო განპირობებული, სადაც მხოლოდ 3 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

"არ ვიცი შვიდივე ხმას მივიღებ თუ არა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მივიღებ," - განაცხადა სალვადორ პერეზმა ესპანურ მედიასთან.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ვოლირია ესპანეთში ერთ-ერთია იმ 22 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც პირველი დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მმართველი არ შეცვლილა. პერეზს მერის მანდატი 1973 წლიდან, ჯერ კიდევ ფრანკოს რეჟიმის დროიდან აქვს, წლევანდელ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი მმართველ პოზიციაზე ნახევარი საუკუნე შეუსრულდება.

ესპანეთში ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისთვის სატესტო, მოსამზადებელ პროცესად მიიჩნევა, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება.