LIVE

SpaceX-ის უდიდესი რაკეტა დაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

04 მარ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 862

Space Exploration Technologies–ის უახლესი და უდიდესი რაკეტა მიწაზე წარმატებით დაეშვა, თუმცა დაშვებიდან მალევე აფეთქდა და ცეცხლის ალმა მოიცვა.

ტექსასის შტატში, ბოკა ჩიკაში, ზღვის სანაპირო ზოლზე Starship SN-10 ადგილობრივი დროით 5 საათსა და 15 წუთზე აფრინდა. რაკეტა დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე გაფრინდა და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავიდა, შემდეგ ძრავები აამოქმედა და პლატფორმაზე ვერტიკალურ პოზიციაში დაბრუნდა, თუმცა ის მოულოდნელად გადაიხარა, რის შემდეგაც აფეთქდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი საწვავი გახდა.

მიუხედავად ამისა, მცდელობა წარმატებულად შეფასდა. რაკეტამ პირველი მცდელობით მნიშვნელოვან ეტაპს მიაღია. წინა ორი მცდელობისგან განსხვავებით, ამჯერად მან მიწაზე დაშვება აფეთქების გარეშე მოახერხა. 

უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი, გეგმავს, რომ Starship-ი გამოიყენოს 2023 წელს მთვარეზე 12 ადამიანის გასამგზავრებლად, ასევე, NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად და საბოლოოდ მარსზე მკვლევრების დასასახლებლად.

Starship-ი SpaceX-ის მიერ შექმნილი მრავალმხრივი და მრავალჯერადი უჟანგავი ფოლადის რაკეტაა, რომელსაც შეუძლია კოსმოსური მისიებისთვის გადაზიდოს 100 მეტრული ტონა ტვირთი მთვარესა და მარსზე. ის ასევე გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებად. მას ერთდროულად 100 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბაჩმენი