LIVE

JPMorgan ავითარებს ChatGPT-ს მსგავს AI სერვისს, რომელიც საინვესტიციო რჩევებს გასცემს

28 მაი 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 438
JPMorgan ავითარებს ChatGPT-ს მსგავს AI სერვისს, რომელიც საინვესტიციო რჩევებს გასცემს

უმსხვილესი ამერიკული ბანკი JPMorgan-ი მუშაობს ChatGPT-ის მსგავს AI სერვისზე, რომელიც მომხმარებელს საინვესტიციო რჩევებს მიაწვდის.

IndexGPT - ასეთია პროდუქტის სავარაუდო სავაჭრო ნიშნის სახელწოდება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იგი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფასიანი ქაღალდების ანალიზს და რეკომენდაციებს გასცემს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტი ChatGPT ფასდება, როგორც მორიგი ფუნდამენტური ინოვაცია. მისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით კი, მსოფლიო ლიდერები რეგულირებაზეც მსჯელობენ. ხელოვნური ინტელექტის მართვა რომ გარკვეულ წესებსა და რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირში და ასევე აშშ-ს სენატში.