LIVE

სკანდინავიის ქვეყნები ელექტრო თვითმფრინავების წარმოებას იწყებენ

13 დეკ 202017:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
სკანდინავიის ქვეყნები ელექტრო თვითმფრინავების წარმოებას იწყებენ
Bloomberg

სკანდინავიის ქვეყნები ელექტრო თვითმფრინავებზე გადასვლას გეგმავენ. გასულ თვეში ისლანდიამ განაცხადა, რომ შემდეგი ათი წლის განმავლობაში შიდა საჰაერო მიმოსვლით გამოწვეული მავნე გამონაბოლქვი ნულს გაუტოლდება, ხოლო შვედეთის Heart Aerospace-ი გეგმავს ელექტრო თვითმფრინავების სერტიფიკაციის პროცესი უახლოეს 6 წელში დაასრულოს.  

რეგიონულ ინიციატივებს კოორდინაციას ელექტრო ავიაციის სკანდინავიური ქსელი (NEA) უწევს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა. ქსელი სკანდინავიური ქვეყნების აეროპორტებს და ავიაკომპანიებს აერთიანებს. მათ შორის არიან Finnair Oyj, Icelandair Group და SAS AB.

"ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რა პოტენციალია ამ მიმართულებით და ასევე მივცეთ საშუალებას ჩვენს ინდუსტრიებს გახდნენ მოწინავეები ამ ბაზრის შექმნაში," განაცხადა NEA-ს პროექტების მენეჯერმა, მარია ფისკერუდმა, რომელიც წარსულში შვედეთის მთავრობის კონსულტანტი იყო საავიაციო ბიოსაწვავის საკითხებზე. 

საინიციატივო ჯგუფმა 1,4 მილიონამდე დოლარის დაფინანსება მიიღო წევრი კომპანიებისგან და სკანდინავიური ქვეყნების მთავრობებისგან.

ელექტრო ფრენებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ისლანდია - ზომით და ლანდშაფტით, რადგან აქ შიდა ფრენების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთ საათს არ აღემატება. ელექტრო თვითმფრინავის შესაძლებლობები კი ლიმიტირებული იქნება ელექტრო ბატარეების წონის და სიმძლავრის მიხედვით. შესაბამისად, ისინი მოკლე მანძილზე იფრენს, მგზავრების შეზღუდული რაოდენობით.

ამ ტიპის ფრენების დანერგვა შედარებით სერიოზული გამოწვევა იქნება, მაგალითად, შვედეთში, რომელიც უფრო დიდ ტერიტორიას აერთიანებს. შესაბამისად, სრულად ელექტრო ფრენებზე გადასვლა სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ვერ მოესწრება, თუმცა არ არის გამორიცხული შერეული მოდელი დაინერგოს და ელექტრო თვითმფრინავებმა ჩვეულებრივი თვითმფრინავების პარალელურად იფრინონ, ან ჰიბრიდული მოდელები დაინერგოს. 

Icelandair-ის კომერციული დირექტორი, იენს თორდარსონი მიიჩნევს, ელექტრო თვითმფრინავები ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, მათი საოპერაციო ხარჯები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საწვავზე მომუშავე თვითმფრინავების. სამაგიეროდ, ფრენების სიხშირე გაიზრდება და ლიმიტირებული იქნება ბორტზე მგზავრების რაოდენობა.

გოტენბურგში ბაზირებული Heart-ი ES-19-სთვის ლიცენზიის მოპორვებას 2026 წლისთვის გეგმავს. მოდელის სახელი მგზავრთა რაოდენობას უკავშირდება, რადგან ის 19 ადამიანს დაიტებს და 400 კილომეტრს დაფარავს.  არსებული გათვლებით სერთიფიკაციის შემდეგ კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ კომერციული ელექტრო ფრენების სისტემა დაინერგოს. საჭირო იქნება აეროპორტის ინფრასტრუქტურის ადაპტაციაც. კერძოდ, თვითმფრინავებს დასჭირდება სპეციალური დასამუხტი სადგურები. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა ბატარეების შეზღუდული ქმედუნარიანობა ცივი ამინდის პირობებში, რაც სკანდინავიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.

Bloomberg-ის გინალური სტატიის ავტორირაგინჰილდურ სიგურდარდოტი