LIVE

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი აპრილში 8.6%-ით გაიზარდა

27 მაი 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 348
ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი აპრილში 8.6%-ით გაიზარდა

ჩინეთში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა და ჯამში 7.1 მილიონი ტონა შეადგინა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობგადამამუშავებელი კერძო კომპანიების მიერ საწვავის ფასდაკლებით შეძენაა.

საუდის არაბეთი და რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ორი უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. ლიდერი კვლავ საუდის არაბეთია, საიდანაც აპრილში ჩინეთში ჯამში 8.46 მილიონი ტონა ნავთობი შევიდა. 

მიუხედავად ამისა, მარტის თვესთან შედარებით ჯამში 16%-ით დაიკლო აპრილში ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის საერთო რაოდენობამ. რაც შეეხება იანვარ-აპრილის მონაცემებს, რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტის მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.5%-ითაა გაზრდილი, რაც ჯამში 32.4 მილიონ ტონას წარმოადგენს; მსგავსად რუსეთისა, აღნიშნული ოთხი თვის მონაცემებით 2.9%-ითაა გაზრდილია ჩინეთში იმპორტი საუდის არაბეთიდან.