LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18 მაი 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 18 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.37 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5310 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.88 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7358 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 19 მაისის ჩათვლით იქნება.