
ამერიკულმა ნავთობკომპანია Shell-მა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ ტექნოლოგიას ღრმა წყლების კვლევისთვის გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს ოფშორულ ზონაში ნავთობის მოპოვებას.
Shell-ი მექსიკის ყურეში ნავთობის ახალი რეზერვუარების ძიებაში კომპანია SparkCognition-ის AI-ს გამოიყენებს. კომპანიის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია დაამუშავებს ალგორითმებს და დიდი რაოდენობის სეისმურ მონაცემებს გააანალიზებს.
მთავარი მიზანი ექსპლუატაციის ეფექტურობისა და სიჩქარის გაზრდაა; ასევე წარმოების ზრდა და აღმოჩენაში მეტი წარმატება. კომპანიების თქმით, ახალი პროცესი აღმოჩენის პერიოდს 9 თვიდან 9 დღემდე შეამცირებს.
კომპანიების განცხადებით, ტექნოლოგია ჩვეულებრივზე ნაკლები სეისმური მონაცემების სკანირებით წარმოქმნის მიწისქვეშა გამოსახულებებს. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ღრმა წყლების შენარჩუნებას. სეისმური ტექნოლოგია ხმოვან ტალღებს იყენებს მიწისქვეშა ტერიტორიების შესასწავლად.