
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 17 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 2.91 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5347 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 4.79 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7446 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 18 მაისის ჩათვლით იქნება.