LIVE

დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 5 წელში შესაძლოა 1.5°C-ზე მეტად გაიზარდოს

20 მაი 202318:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 5 წელში შესაძლოა 1.5°C-ზე მეტად გაიზარდოს

დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა 1.5°C-ზე მეტად გაიზარდოს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, ამის ალბათობა 66%-ია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპეციალისტების პროგნოზი 50%-ს აღემატება. გასული წლის რეპორტის თანახმად, ზღვრული მაჩვენებლის გადაჭარბების ალბათობა 50%-50%-ზე იყო. 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლობალური ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს მუდმივად 1.5°C გრადუსით გადააჭარბებს.

2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის შედარებით უსაფრთხო ზღვრად 1.5°C დასახელდა. 

ტემპერატურის ზრდა ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე გაზრდილ ემისიებს და ამ ზაფხულს მოსალოდნელ ელ ნინიოს უკავშირდება. ამ ბუნებრივი ფენომენის დროს, წყნარი ოკეანის ტროპიკული წყლები გლობალურ ტემპერატურას ზრდის. ის სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ, ცივი დინების გაქრობის შემდეგ ჩნდება და არანაკლებ ერთი წელი ნარჩუნდება. 

ამასთან, WMO-ს თანახმად, 98%-ია ალბათობა, რომ მომდევნო ხუთი წელი ყველაზე ცხელი პერიოდი იქნება.

ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა, სავარაუდოდ, უფრო ექსტრემალურ და უფრო ინტენსიურ ამინდს გამოიწვევს, მათ შორის სიცხის ტალღებს, გვალვას, წვიმებს და წყალდიდობებს.