LIVE

ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა - პარტნიორი საქართველოს ბანკია

17 მაი 202310:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 472
ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა - პარტნიორი საქართველოს ბანკია

კომპანია „ჯი ბი სიმ“, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ორგანიზაციები მოიხმარენ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 150 000 ევროს ინვესტიციით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. საქართველოს ბანკის ინფორმაციით, 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები ახალციხის რაიონ, დაბა ვალეში მდებარეობს.

„ახალციხეში, დაბა ვალეში მზის ელექტროსადგურს 2021 წლიდან მოვიხმართ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციით კი - დამატებით 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები დავამონტაჟეთ, რომლის წლიური გამომუშავება 710 მეგავატი იქნება. ინვესტიციის უკუგების პერიოდი 5 წელია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე, ზოგადად მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. ჯანსაღ გარემოსთან ერთად ეს არის იაფი და ხელმისაწვდომი ენერგია ყველასთვის. მისი დიდი უპირატესობაც ის არის რომ მას არ სჭირდება გაყვანილობა და მისი დამონტაჟება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. მზის პანელების გამოყენება ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „ჯი ბი სის“ დირექტორი და დამფუძნებელი, ვალერი ჩიტაშვილი.

„მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აქტიურადაა დაინტერესებული გახდეს ეკომეგობრული კომპანია. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, თუ ეს ერთდროულად გულისხმობს გარემოს ზრუნვასა და ბიზნესის განვითარებას. ჩვენი პარტნიორობა კომპანია „ჯი ბი სისთან“ სულ რამდენიმე თვეს ითვლის. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რადგან კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების საკითხი, ის რაც მზის ელექტროსადგურების მეშვეობით არის შესაძლებელი. კომპანია ამით ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისარგებლონ მათ მიერ გამომუშავებული ენერგიით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით შექმნა მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)