LIVE

ცენტრალური აზიის ეკონომიკები უკრაინაში ომის გავლენით იზრდება

20 მაი 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
ცენტრალური აზიის ეკონომიკები უკრაინაში ომის გავლენით იზრდება

უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენით რუსეთიდან მოსახლეობისა და კომპანიების დიდი ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადიან, რაც დადებითად აისახება აღნიშნულ რეგიონში ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის ცენტრალური აზიის ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. EBRD-ის თანახმად, ყაზახეთის ეკონომიკა წელს 3.9%-ით გაიზრდება, ხოლო ყირგიზეთის ეკონომიკა - 7%-ით. 

კომპანიების ნაწილი, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, ცენტრალურ აზიაში გადადიან. გარდა ამისა, ცენტრალური აზიის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს რუსულ ექსპორტზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები. EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის თქმით, ამჟამად ყაზახეთში დაახლოებით 15 500 ბიზნესს რუსული კაპიტალი აქვს, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. რუსული კაპიტალის მატება შეიმჩნევა ყირგიზეთშიც. 

“ეს ქვეყნები სარგებლობენ რუსული კაპიტალის შედინებით. რუსებს თავიანთი დანაზოგები საზღვარგარეთ გადააქვთ, ხოლო კომპანიები ქვეყნიდან საერთოდ გადიან და სხვა ქვეყნებში აგრძელებენ მუშაობას”, - აღნიშნა იავორჩიკიმ ინტერვიუში.