LIVE

MiCa - ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა კრიპტო სექტორის დასარეგულირებლად

16 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
MiCa - ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა კრიპტო სექტორის დასარეგულირებლად

ევროკავშირის საბჭომ მიიღო პირველი ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, სახელად MiCa, კრიპტო სექტორის დასარეგულირებლად

MiCa ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცეს. კანონის თანახმად, კრიპტო ფირმებმა ავტორიზაცია ევროკავშირისაგან უნდა მიიღონ, რათა ბლოკის ფარგლებში კლიენტებს მოემსახურონ. ამასთან, კრიპტო ფირმებმა უნდა დაიცვან გარანტიები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების კუთხით. 

ამ ეტაპზე MiCa არის მსოფლიოში ერთადერთი მსგავსი შინაარსის მქონე საკანონმდებლო ბაზა. იგი ძალაში 2024 წლის შუა პერიოდიდან უნდა შევიდეს.