LIVE

ენერგორესურსების 42.5% განახლებადი უნდა იყოს - ევროკავშირის ახალი სამიზნე

22 მაი 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 317
ენერგორესურსების 42.5% განახლებადი უნდა იყოს - ევროკავშირის ახალი სამიზნე

ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, 2030 წლისთვის გამოყენებული ენერგორესურსების 42.5% განახლებადი იყოს

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მტკიცედ ცდილობენ თავიანთი ეკონომიკების დეკარბონიზაციას, რათა დაძლიონ კლიმატის ცვლილებისაგან გამოწვეული პრობლემები და განავითარონ რეგიონის  მწვანე ინდუსტრია. გარდა ამისა, ევროკავშირს სურს, თავიდან აირიდოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთის მსგავს ნებისმიერ ქვეყანაზე.

ევროკავშირის ამჟამინდელი სამიზნე 32%-ია, თუმცა ახალი კანონი სამიზნე მაჩვენებელს ბევრად მაღლა - 42.5%-მდე ზრდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სექტორში რესურსების 29% განახლებად წყაროებზე უნდა მოვიდეს, ხოლო სათბური გაზების გამოყოფა 13%-ით შემცირდეს.