LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

15 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.63 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5395 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.88 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7617 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 16 მაისის ჩათვლით იქნება.