LIVE

Wall Street-ის დილემა: რა ღირს Tesla-ს აქციები

13 დეკ 202015:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1052
Wall Street-ის დილემა: რა ღირს Tesla-ს აქციები
Bloomberg L.P.

Tesla-ს აქციების ღირებულებასთან დაკავშირებით Wall Street- ზე აზრი ორად იყოფა და კითხვაზე - რამდენად უნდა შეფასდეს კომპანიის აქციები, პასუხები რადიკალურად განსხვავებულია.

კომპანიის ღირებულების შეფასებას მისი ჰიბრიდულობა ართულებს, რადგან ინვესტორებს და ანალიტიკოსებს კომპანიის შეფასებისას უჭირთ განსაზღვრონ, Tesla უფრო ავტრომწარმოებელია, თუ უფრო ტექნოლოგიური კომპანია.

Goldman Sachs-ი Tesla-ს აქციების საპროგნოზო ფასად 780 დოლარს მიიჩნევს, ხოლო JPMorgan Chase-ი 90 დოლარს. Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი, ადამ ჯონსი კი 540 დოლარს ასახელებს და განმარტავს, რომ Tesla-მ მანქანისა და ინტერნეტის ერთმანეთთან დაკავშირებით ავტომწარმოებლებისთვის აქამდე მიუღწეველ ბაზრებზე გავიდა, ამიტომ კომპანია ტრადიციული მეთოდით არ უნდა შეფასდეს.

დღესდღეობით, Tesla-ს რიღებულება აჭარბებს ისეთ გიგანტებს, როგრიცაა GM, Ford Motor, Toyota Motor, Volkswagen და BMW ერთად აღებული. ელექტრომობილების მწარმოებელი ზედიზედ მეხუთე კვარტალია მოგებაზე გადის, რასაც თან ახლავს შვიდჯერ გაზრდილი ფასი აქციებზე მხოლოდ წელს და საერთო ჯამში 18,000%-იანი ამონაგები 2010 წელს განხორციელებულ ლისტინგზე. სწორედ ეს ფაქტები ბადებს კითხვას: რის მიხედვით ადებენ ფასს ინვესტორები ამ კომპანიას?

Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი, ადამ ჯონასი ამბობს, რომ Tesla ცვლის მოდელს, რომლითაც კომპანიის ღირებულება მხოლოდ გაყიდული პროდუქტის რაოდენობით და ფასით ფასდება.  კერძოდ, მისი აზრით, კომპანიას შემოაქვს ახალი საზომი ერთეულები: მომხმარებელთა ბაზა, პროგრამული უზრუნველყოფა, კონტენტ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებელს.

"ამ პროცეში შენ წყვეტ Tesla-ს შედარებას სხვა ავტომწარმოებლებთან და უფრო პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლებს ადარებ," ამბობს ჯონასი და განმარტავს, რომ კომპანიისთვის განსაზღვრული $540-იანი საპროგნოზო ფასიდან $254 უშუალოდ ავტოწარმოების ბიზნესზე მოდის, $154 ქსელური სერვისების ბიზნესზე, $58 ბატარეის მიმწოდებლად ქცევის პოტენციალზე, $38 მობილობის და სატრანსპორტო მომსახურების ბიზნეს შესაძლებლობაზე, ხოლო $25 დაზღვევის და ენერგეტიკის ბიზნეს მიმართულებაზე.

ამის საპირისპიროდ, JPMorgan-ის რაიან ბრინკმანი მიიჩნევს, რომ მართალია, Tesla-ს ღირებულება ორჯერ აღემატება Toyota-ს და Volkswagen-ს ერთად, მაგრამ ამ ორმა კომპანიამ შარშან 22 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რითაც 40 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. "რა გამოდის, შეუძლია Tesla-ს ორჯერ მეტად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები, ვიდრე ამ ორმა მსხვილმა მწარმოებელმა? ასეთი დაშვებები გათვალისწინებული უნდა იყოს აქციის ფასში" - განმარტავს ის და დასძენს, რომ $90-იანი სამიზნე ფასი უფრო მეტია ვიდრე მაგალითად GM-ის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფასი ცოტა ჩანს მხოლოდ Tesla-ს აქციების მიმდინარე ღირებულებასთან შედარებით, სინამდვილეში კი სულაც არ არის ცოტა. 

"GM დღესდღეობით 6 მილიონ ერთეულ ავტომობილს ყიდის, Tesla - ნახევარ მილიონს. ზოგიერთს ეჩვენება, რომ ჩემი შეხედულება ამ კომპანიასთან მიმართებაში არამეგობრულია, არადა ჩემი შეხედულება არამეგობრულია მხოლოდ იმ სუპერ ენთუზისატურ დამოკიდებულებასთან, რომელიც ბაზარს აქვს ამ კომპანიასთან მიმართებაში," განმარტა ბრინკმანმა Bloomberg-თან საუბარში. მისი აზრით, ინვესტორები კომპანიის აქციებზე ფასის კლების მოლოდინში უნდა იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კვლავ გააგრძელებს ზრდას ზომაშიც და შემოსავლებშიც. 

აქვე აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, Ark Investment Management-მა, რომელიც საფონდო ბირჟის ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშეა, ივარაუდა, რომ კომპანიის აქციის ფასი 2024 წლისთვის $7000 დოლარს მიაღწევს. 

ვიდრე კითხვაზე - რეალურად რა ღირს Tesla -  პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თავად მისი დამფუძნებელი, ილონ მასკი პასუხობს, რომ ფასი "ზედმეტად მაღალია". სწორედ ასე უთხრა მან მაისში თანამშრომლებს შეხვედრაზე. მოგვიანებით კი, მიმდინარე თვეში, ისინი გააფრთხილა, რომ ფასი შეიძლება დაეცეს, თუ ინვესტორები დაასკვნიან, რომ კომპანია ვერ მიაღწევს მოგების იმ მაჩვენებელს, რაც ნავარაუდევია სამომავლოდ.

წელს კომპანია ნახევარი მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, წლიური ზრდა 36%-ია, თუმცა წინა წელს ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო - 50%. Wall Street-ის ანალიტიკსოების შეფასებით, კომპანიის შემოსავლები 26%-ით გაზირდება და ზრდას გააგრძელებს 2021-შიც, ხოლო 2022 წლიდან შემცირდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორია: ეშა დეი