
საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 1 მილიარდ 960 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 23.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, იმპორტი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 531 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 მილიარდ 491 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9%-ით მეტია.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარ-აპრილში 2 მილიარდ 571 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.