LIVE

სიღნაღში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლოკოკინების ფერმა გაშენდა

15 მაი 202310:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
სიღნაღში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლოკოკინების ფერმა გაშენდა

სიღნაღის რაიონ, სოფელ ერისიმედში კომპანია „სნეილ გარდენმა“, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ლოკოკინების ფერმა გააშენა. მოსავალი  წელს პირველად მიიღეს და პროდუქცია ექსპორტზე, იტალიაში უკვე გავიდა.

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ბიზნესებს აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ პროექტში ბანკის ინვესტიცია 1 200 000 ლარს შეადგენს.

„კომპანია „სნეილ გარდენი“ 2021 წელს შეიქმნა, რომელიც  სტარტაპ კომპანიას წარმოადგენდა. ლოკოკინების ფერმის ბიზნესი იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ბიზნესის შექმნის იდეაც, სწორედ იტალიაში ნანახი  ლოკოკინების ფერმის შემდეგ გაგვიჩნდა. იდეის განსახორციელებლად მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც სიღნაღში ფერმა გავაშენეთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციისადმი ინტერესი ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებია, პროდუქციის სრული რეალიზება ექსპორტზე, იტალიაში ხორციელდება“, - აღნიშნავს კომპანია „სნეილ გარდენის“ დირექტორი, აკაკი ფაქსაძე.

“ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის, ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის წახალისება წარმოადგენს. განსაკუთრებით ისეთი ბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა და ექსპორტზეა ორიენტირებული. ვფიქრობთ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა, ბიზნეს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. „სნეილ გარდენმა“ სიღნაღში სპეციალური ჯიშის (ჰელიქს ასპერსა მიულერი) ლოკოკინები გააშენა, რომელიც გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე პარფიუმერიის დასამზადებლად. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია ამ კომპანიასთან  და გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიზნესს გაფართოებისთვის უკვე აქვს გეგმები. „სნეილ გარდენი“ სამომავლოდ სამაცივრე მეურნეობის გაკეთებას და სხვა მწარმოებლებისგან საექსპორტოდ ლოკოკინების ჩაბარებას გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

(R)