LIVE

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა გულის შეტევის დიაგნოზი უმაღლესი სიზუსტის დასვა

14 მაი 202320:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა გულის შეტევის დიაგნოზი უმაღლესი სიზუსტის დასვა

ბრიტანეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემუშავებული კომპიუტერული ალგორითმი ზუსტად განასხვავებს რეალური გულის შეტევებს ცრუ განგაშისაგან. 

აღნიშნული კვლევა 6 ქვეყანაში ჩატარდა და ალგორითმი სულ 10 000-ზე მეტ პაციენტზე გამოიცადა. შემთხვევათა 99.6%-ში, რომელიც განსხვავებული ასაკისა და სქესის ადამიანებს ეხებოდა, ხელოვნური ინტელექტით შემუშავებულმა ალგორითმმა სწორად გამორიცხა ინფარქტის დიაგნოზი.

სამედიცინო დიაგნოსტიკაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ნელ-ნელა ვითარდება. სხვადასხვა ექსპერტი ვარაუდობს, რომ ChatGPT-ის მსგავსი აპლიკაციები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობენ, სამედიცინო სფეროში მალე დაინერგება. 

ჩვეულებრივ, გულის შეტევის დიაგნოსტიკისთვის სისხლში ტროპონინის დონეს ზომავენ. ტროპონინი სისხლის ცილაა, რომელიც გულის უჯრედების კვდომის დროს გამოიყოფა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით კი ქალებს, შესაძლოა ჰქონდეთ ტროპონინის დაბალი დონე მაშინაც კი, როდესაც ემართებათ გულის შეტევა. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი CoDE-ACS ითვალისწინებს პაციენტის ინდივიდუალურ ინფორმაციას, კერძოდ მის ასაკს, სქესს, ელექტროკარდიოგრამის შედეგებსა და სამედიცინო ისტორიას; მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით აანალიზებს იგი სისხლში ტროპონინის დონეს. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს გულის შეტევის ალბათობა გამოაქვს.